დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისი fDi Intelligence-ის ევროპის მომავლის ქალაქების 2024 წლის რეიტინგის ორ კატეგორიაში, ათეულში შევიდა

თბილისი fDi Intelligence-ის ევროპის მომავლის ქალაქების 2024 წლის რეიტინგის ორ კატეგორიაში, ათეულში შევიდა

16-02-2024 10:49:00

საქართველოს დედაქალაქი კვლავ მსოფლიოს უმსხვილესი გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა.

Financial Times ჯგუფის წევრმა fDi Intelligence „ევროპის მომავლის ქალაქებისა და რეგიონების“ 2024  წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც თბილისი ორ კატეგორიაში, ათეულში აღმოჩნდა.

თბილისი „ხარჯთეფექტიანობის“ კატეგორიაში, ევროპის წამყვან ქალაქებს შორის, მეექვსე ადგილზე, ხოლო „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის“ ნომინაციაში მეცხრე ადგილზე დასახელდა. 

ანგარიშის მიხედვით, „ხარჯთეფექტიანობის“ კატეგორიაში, თბილისთან ერთად, საუკეთესო ქალაქებია: ანკარა, სოფია, ბუქარესტი, კიევი, სტამბოლი, ვარშავა, ბუდაპეშტი, პრაღა და ზაგრები. „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის“ მიმართულებით კი, ნომინაციის ათეულში თბილისთან ერთად, დასახელებულია ბარსელონა, ლონდონი, ბერლინი, დუბლინი, მადრიდი და ა.შ. 

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული რეიტინგის შედგენისას, ავტორებმა ევროპის მასშტაბით 509 ლოკაცია შეისწავლეს. შეფასება სულ ექვს კატეგორიას მოიცავს. ესენია: ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური კაპიტალი და ცხოვრების წესი, ხარჯთეფექტიანობა, დაკავშირებულობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემო და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები