2024 წელი „ყავის ლაბორატორიისთვის“ მნიშვნელოვანი მიღწევებითა და გამოწვევებით იყო დატვირთული. კომპანიამ მოახერხა კიდევ ერთი ფილიალის - ლისზე გახსნა, რომლის კონცეფციაც სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის ყავის მოყვარულებისთვის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ყავის ლაბორატორიაში“ განუცხადეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ერთ სივრცეში მომხმარებელს საშუალება აქვს ნახოს ყავის მოხალვის და წარმოების სრული პროცესი, ასევე ისიამოვნოს პროფესიონალი ბარისტების მიერ შექმნილი საუკეთესო ყავით და სამზარეულოს კერძებით, რომელსაც ადგილზე შეფები ამზადებენ.
რაც შეეხება სიახლეებს 2025 წელს, კომპანია აქტიურად განაგრძობს განვითარებას, Specialty ყავის პოპულარიზაციას და ყავის კულტურის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანას გამორჩეული ხარისხით, სიახლეებისა და ინოვაციების შემოტანით და კომპეტენციით.
„ასევე საუკეთესო გუნდთან ერთად მუდმივად ვამუშავებთ იდეებს, ვზრდით ცოდნებს, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბურად გააერთიანებს ყავის მოყვარულებს Specialty ყავის ირგვლივ“, - აცხადებენ კომპანიაში.
„ყავის ლაბორატორია“ 2016 წელს შეიქმნა და უკვე რვა წელია წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე, როგორც ლიდერი ბრენდი Specialty Coffee-ს მიმართულებით, კომპანიის გუნდი 150 თანამშრომელს აერთიანებს როგორც ყავის წარმოების, ისე საცალო და B2B მიმართულებით.
უახლესი