წლების განმავლობაში ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების მოცულობა მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობამ 1116,6 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც 2022 წლის მაჩვენებელი 1045,1 ათასი ტონა იყო. შესაბამისად ზრდა 7%-ის დონეზეა.
აღსანიშნავია, რომ არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2023 წელს მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნაგვის მოცულობა რეკორდულია.
როგორც საქსტატის საიტზე განთავსებულ 2023 წლის მაჩვენებლებს გავაანალიზებთ, ირკვევა, რომ 2023 წელს მუნიციპალური ნარჩენის წარმოქმნამ ერთ სულ მოსახლეზე 302,2 კგ-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს - 279,4 კგ-ს. შესაბამისად აქ წლიურ ჭრილში ზრდამ 8%-ი შეადგინა.
უახლესი