ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი შიდა რეისების შემდეგ საერთაშორისო ავიარეისებს იწყებს. 6 სექტემბრიდან ავიაკომპანია თბილისი-ბაქო-თბილისის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. რეისები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. ბილეთები ჯერჯერობით გაყიდვაში არ არის.
აღსანიშნავია, რომ Georgian Wings-ს, რომელიც თბილისი-ბათუმი- თბილისის მიმართულებაზე კვირაში 12 სიხშირით ასრულებს რეისებს კიდევ ერთი იტალიურ-ფრანგული წარმოების, 70 მგზავრზე გათვლილი ATR-72 ტიპის საჰაერო ხომალდი შეემატა. ავიაპარკის ზრდა კი ავიაკომპანიას აძლევს საშუალებას, რომ შიდა რეგიონალური ფრენების გარდა, მგზავრებს ახალი მიმართულებები და დამატებითი ავიარეისები შესთავაზოს.
შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-ი 31 ივლისიდან ყოველდღიურად ასრულებს რეისებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით შეუფერხებლად.
უახლესი
7 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე9 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს9 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა