დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TasteAtlas-ის მსოფლიო რეიტინგში ხაჭაპური ,,საუკეთესო ღვეზელების’’ კატეგორიაში პირველ ადგილზეა

TasteAtlas-ის მსოფლიო რეიტინგში ხაჭაპური ,,საუკეთესო ღვეზელების’’ კატეგორიაში პირველ ადგილზეა

14-12-2023 19:05:41

TasteAtlas-ის მსოფლიო რეიტინგში ხაჭაპურმა ,,საუკეთესო ღვეზელების’’ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა

როგორც პორტალი წერს, ეს უბრალო ყველის პური, რომელიც ხაჭაპურის სახელითაა ცნობილი, საქართველოში ყველაზე პოპულარული კერძია.

„ხაჭაპურს ტრადიციულად ყველით, კვერცხითა და კარაქით ამზადებენ. არსებობს ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობა და მიუხედავად იმისა, რომ კერძში იყენებენ ყველის რამდენიმე ახალ სახეობას, მათ შორის მოცარელას და ფეტას, ყველაზე გავრცელებული მაინც ტრადიციული ქართული სულგუნით ან იმერული ყველით დამზადებული ხაჭაპურია" - ნათქვამია ქართული ხაჭაპურის აღწერაში.

ხაჭაპურის ორი ყველაზე გავრცელებული ფორმაა იმერული ხაჭაპური, რომელსაც წრიული ფორმა აქვს, და აჭარული ხაჭაპური. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები