ტაბახმელაში, თრიალეთის ქუჩა N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების სპორტულ კომპლექსს მთაწმინდის რაიონის გამგეობა 7 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოაწყობს.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ რეკრეციული სივრცეები, სპორტული მოედნები ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. ამ მხრივ, თბილისში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. მინდა, ერთ კარგ პროექტთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია - სპორტული კომპლექსი, რომლის სამუშაოებსაც მთაწმინდის გამგეობა ახორციელებს, 7 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა. პროექტი მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებს, 230 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, ტექნიკურ შენობას გასახდელებითა და სხვა საჭირო სივრცეებით, ასევე საპარკინგე სივრცეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული სამუშაოები მომდევნო კვირების განმავლობაში დაიწყება.
უახლესი
5 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე7 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა7 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს7 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა