დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სუვენირებისა და აქსესუარების ქართულმა ბრენდმა Lepert-მა თბილისში პირველი მაღაზია გახსნა

სუვენირებისა და აქსესუარების ქართულმა ბრენდმა Lepert-მა თბილისში პირველი მაღაზია გახსნა

04-09-2024 14:00:00

კომპანია „ლეპერტი“/ Lepert, რომელიც სუვენირებისა და აქსესუარების ბაზარზე 5 წელია ოპერირებს, თბილისში პირველი ბრენდული მაღაზია გახსნა. როგორც „ლეპერტის“ პარტნიორი გიგა გრიგალაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს მაღაზია თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარეობს.

„ლეპერტი“ მომხმარებელს ბრინჯაოს, თითბრისა და ვერცხლის თემატურ სუვენირებს, აქსესუარებსა და სამკაულებს სთავაზობს. ნივთების ფასი 10 ლარიდან იწყება და რამდენიმე ათასზე ადის.

კომპანია ქმნის სუვენირების ღვინის თემაზე, რომლის მომხმარებლებიც ადგილობრივი მეწარმეები არიან.

როგორც „ლეპერტის“ / Lepert პარტნიორი გიგა გრიგალაშვილი ამბობს, კომპანია ბიუჯეტური ნივთებისა და თემატური სუვენირების ხაზის განვითარებას გეგმავს.

„გავზარდეთ ასორტიმენტი. დავამზადეთ ქანდაკებები, ასვე ვქმნით თემატურ სუვენირებს პროფესიების მიხედვით, რადგან ბაზარზე მოთხოვნა არის. ასევე ვქმნით ბიუჯეტურ ნივთებს, რათა ჩვენი პროდუქცია მეტმა ადამიანმა იყიდოს“, - ამბობს გიგა გრიგალაშვილი.

რაც შეეხება გაყიდვებს, 50% კორპორაციულ, ხოლო 50% საცალოზე მოდის.

„ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა უსწრებს მიწოდებას. მოთხოვნა თითქმის 100%-ით გაიზარდა. ვეძებთ გზებს რომ ბიზნესი გავაფართოოთ. ასევე ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში საჭიროა თანამშრომლის გადამზადება. რაც შეეხება ექსპორტს, გვჭირდება საწარმოო ხაზის გაძლიერება, რომ უცხოურ ბაზარზე უწყვეტი მიწოდება შევძლოთ“,- ამბობს გიგა გრიგალაშვილი.

„ლეპერტში“ 6 ადამიანია დასაქმებული, კომპანია თანამშრომლების 16-მდე გაზრდას გეგმავს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები