m² მთაწმინდის პარკთან“ ოქროყანაში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. ახალი პროექტი მოიცავს 6 ხუთ სართულიან შენობას, სხვადასხვა დაგეგმარების სახლებით, ეზოებით, ტერასებითა და დუპლექსებით.
როგორც დეველოპერულ კომპანიაში განმარტავენ, პროექტი შექმნილია სიმშვიდის, ბუნებისა და კეთილდღეობის გათვალისწინებით, თითოეული შენობა გარშემორტყმულია ეზოებითა და ტერასებით, იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს მწვანე, მშვიდ გარემოს და იცავს ჯანმრთელ ცხოვრების წესს.
„პროექტი გათვლილია მათთვის, ვისაც სურს სიმშვიდე, ჯანსაღი გარემო და ზრუნავს საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების სიჯანსაღესა და კეთილდღეობაზე.
კომპლექსი განთავსდება 13 წუთის სავალზე თავისუფლების მოედნიდან, რაც შესამჩნევი უპირატესობაა თბილისის ბევრ ცენტრალურ და შუალედურ უბნებთან.
კომპლექსს პირდაპირი კავშირი ექნება ინოვაციების ქუჩასთან, რაც მცხოვრებთ მობილობის სხვადასხვა შესაძლებლობებს მისცემს თბილისის ცენტრალურ და ისტორიულ უბნებზე, მთაწმინდის პარკთან სიახლოვე კი დამატებით ღირებულებას სძენს პროექტს.
ყველა სახლიდან გაიშლება გამწვანებული პანორამული ხედი. თავისუფალი დროის მშვიდად გასატარებლად მოეწყობა თანამედროვე დიზაინითა და ორიგინალური მასალებით მოპირკეთებული ეზო და გამწვანებული სარეკრეაციო ზონა", - განმარტავენ კომპანიაში.
როგორც „m² -ის წარმომადგენელი აღნიშნავს, კომპლექსის მცხოვრებთათვის განთავსდება სავარჯიშო დარბაზი, სადაც ექნებათ შესაძლებლობა სისტემატურად მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.
ამასთან, ფუნიკულიორის საბაგიროსთან მარტივად წვდომისთვის, კომპლექსის მობინადრეებს მოემსახურება ელექტრომობილი.
კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ენერგოეფექტურობაა.
ამდენად, „m² მთაწმინდის პარკთან“ დასვენების, სიმყუდროვის და „საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების“ ადგილია.
ტერიტორიის საერთო ფართობი 20,000 კვ.მ-ს მოიცავს, სახლების რაოდენობა 175, ხოლო მიწისქვეშა ავტოსადგომების რაოდენობა 253-ს შეადგენს.
ამ დროისთვის 51 ბინა გაყიდულია.
სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება.
უახლესი