საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Standard & Poor`s-მა უკრაინის სუვერენული რეიტინგი SD/SD დონემდე დაწია, რაც დეფოლტის ბოლოსწინა მდგომარეობაა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
„ჩვენ უკრაინის საშუალო და გრძელვადიანი რეიტინგები უცხოურ ვალუტაში CC/C-დან SD/SD (არჩევითი დეფოლტი) დონემდე დავწიეთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააგენტოში განმართეს, რომ იციან, რომ უკრაინა ვალის რესტრუქტურიზაციას გეგმავს, რის გამოც მთავრობამ დროებით ვალის გადახდა შეაჩერა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 25 ივლისს უკრაინის რეიტინგი დეფოლტამდე, CC-დან C დონემდე დაწია. დღეის მდგომარეობით, უკრაინის საერთო საგარეო ვალი 151 მილიარდ დოლარს აღემატება.
უახლესი
8 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა1 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს3 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება