დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სომხეთი ქართული მარწყვის პირველი საექსპორტო ბაზარი გახდა

სომხეთი ქართული მარწყვის პირველი საექსპორტო ბაზარი გახდა

18-07-2023 18:00:54

2023 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 200,9 ტონა ახალი მარწყვი და ხენდრო, რომლის ღირებულებამაც $276 ათასია. 

„მიუხედავად არასრული კალენდარული წლისა, წელს ექსპორტის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. პირველ 5 თვეში ექსპორტირებულია 189 ტონა ახალი მარწყვი, საიდანაც საქართველომ შემოსავლის სახით $250 ათასი მიიღო“, - ნათქვამია თიბისი კაპიტალის კვლევაში. 

პროდუქციის 91% სომხეთის ბაზარზე,ხოლო 9% რუსეთში გაიყიდა. 

საქართველოში, მარწყვის მთავარი იმპორტიორი თურქეთია. 2023 წლის ხუთ თვეში იმპორტირებული 784 ათასი აშშ დოლარის 2 905 ტონა მარწყვი. 

მარწყვის  წარმოება წლების განმავლობაში დიდი მერყეობით ხასიათდება, მოსავლის ყველაზე დიდი ოდენობა კი 2017 წელს დაფიქსირდა - 2.7 ათასი ტონა. 2018 წლიდან მარწყვის წარმოება წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და წლიურად საშუალოდ 1.25 ათასი ტონა იწარმოება. ადგილობრივი ბაზარზე მარწყვზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება თურქეთიდან იმპორტირებული მარწყვით ხდება.

რა აფერხებს საქართველოში მარწყვის წარმოების განვითარებას საქარველოში და რატომ ვერ უწევს ქართული პროდუქტი კონკურენციას თურქულს? 

Business Insider Georgia-თან  კომპანია „პლანტველის“ დამფუძნებელი მანანა ანჯაფარიძე რამდენიმე მიზეზს ასახელებს: .

„აქ არის რამდენიმე მიზეზი და ერთ-ერთი ხარისხია, ასევე დაბალია ტრანსპორტირების დონე. ხდება ქიმიკატების უკონტროლო გამოყენება და მეწარმეებმა არ იციან ტექნოლოგიები თუ როგორ უნდა მიიღონ ხარისხიანი პროდუქტი.

მარწყვი ფერმერებს ძირითადად ძველი მეთოდებით მოჰყავთ, თუმცა ახალი ჯიშების წარმოებას ახალი ტექნოლოგიები სჭირდება. საქართველოში აგროგანათლების დონე დაბალია. მარწყვის წარმოება ბევრი დეტალისგან შედგება, ამიტომ ქართველი ფერმერი ვერ იღებს იმ რაოდენობისა და ხარისხის მოსავალს იმისთვის, რომ იმპორტს კონკურენცია გაუწიოს. ამიტომ საქართველოში მარწყვის სათბურები იხსნება და შემდეგ კომერციულად არამომგებიანების გამო მალევე იხურება“, - ამბობს მანანა ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ბაზარზე მარწყვზე მოთხოვნა არის, რასაც ამ პრობლემების გამო იმპორტიორი აკმაყოფილებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები