ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე ჩამოწვა.
ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.
მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. სახლებში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
უახლესი