14 დეკემბრიდან, საქართველოში პირველად, სილქნეტი აბონენტებს 5G ტექნოლოგიას აწვდის. კომპანიამ 5G დანერგა მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია Ericsson-თან ერთად. ახალი ტექნოლოგიის გასაშვებად კომპანიამ გამოიყენა არსებული სიხშირული რესურსი, რომელზეც უკვე გააჩნდა ლიცენზია.
"სილქნეტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. მრავალი წლის მანძილზე Ericsson -ი აქტიურად მონაწილეობდა კომპანიის ქსელის მოდერნიზაციაში. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა სილქნეტს ხელი შევუწყოთ 5G ტექნოლოგიის დანერგვაში“ - აცხადებს Ericsson -ის წარმომადგენლობა საქართველოში.
სილქნეტი დაარსების დღიდან ახორციელებს ინოვაციურ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით. ასობით მილიონი დოლარის ინვესტირებით, კომპანია ქსელის მუდმივ მოდერნიზაციას ახდენს და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სრულ სატელეკომუნიკაციო სერვისს აწვდის.
„მოხარულები ვართ, რომ Ericsson-თან ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობა გაფართოვდა. Ericsson-ის გამოცდილებითა და მხარდაჭერით, სილქნეტი სისტემატურად განავითარებს მეხუთე თაობის ტექნოლოგიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვაგრძელებთ პოზიციონირებას როგორც ნოვატორი კომპანია და პირველები ვთავაზობთ 5G სერვისს.“ - განაცხადა სილქნეტის გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა.
უახლესი