სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. ნოემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 124.5 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ნოემბრის მდგომარეობით 4.1 მლრდ. დოლარს შეადგენს.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა მოცემულ მომენტში, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
ამასთან, 2024 წლის 11 თვეში სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
• იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $8.1 მილიონი
• თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა შესყიდვა $77.5 მილიონი
• მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $127.9 მილიონი
• აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $73.1 მილიონი
• მაისი - გაყიდვა $108.7 მილიონი სავალუტო აუქციონით და Bmatch-ით წმინდა გაყიდვა $9.1 მილიონი
• ივნისი - გაყიდვა $60 მილიონი სავალუტო აუქციონით და Bmatch-ით წმინდა გაყიდვა $42 მილიონი
• ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $1.9 მილიონი
• აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $41 მილიონი
• სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა $106.5
• ოქტომბერი - გაყიდვა $213.4 მილიონი სავალუტო აუქციონით და Bmatch-ით წმინდა გაყიდვა $377.7
• ნოემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $124.5
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 იანვარს გამოაქვეყნებს.
უახლესი
9 საათის წინ
რა ფასად შეიძენთ საახალწლო ნაძვის ხეს გორგიაში10 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8130 ლარი გახდა