Silknet-ის ახალი სიმბარათის შეძენა „სმარტის“ შემდეგ „ევროპროდუქტის“ მაღაზიებშიც გახდა შესაძლებელი. როგორც Business Insider Georgia-ს Silknet-ში განუცხადეს, Silknet-მა ქსელში ჩართვა გაამარტივა და საქართველოს მასშტაბით, ახალი ნომრის შეძენას სპეციალური პირობით, ქსელურ სუპერმარკეტში შეძლებს მსურველი. SIM ბარათების სტენდები განთავსებულია „ევროპროდუქტის“ და „სმარტის“ ქსელში.
ნომერთან ერთად შესაძლებელია 3 განსხვავებული პაკეტიდან ერთ-ერთი, დისტანციურად გაიაქტიუროს მომხმარებელმა.
ერთკვირიანი პაკეტი: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო SMS, 30 წუთიანი სასაუბრო დრო - 15₾
ერთთვიანი პაკეტი: 1GB ინტერნეტი, ულიმიტო SMS, ულიმიტო სასაუბრო - 15₾
ერთთვიანი პაკეტი: 300MB ინტერნეტი, 1000 SMS, 150 წუთი სასაუბრო დრო - 5₾
სმარტი : http://smart.ge/ka
ევროპროდუქტი : https://europroduct.ge/shop
პაკეტის ჩასართავად საჭიროა მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვებ გვერდზე www.silknet.com/yoursim აქტივაციისას, აბონენტს მითითებულ ელ.ფოსტაზე ეგზავნება ორდერი და სააბონენტო ხელშეკრულება. პირობებზე დათანხმებისთანავე, მომხმარებელი მიიღებს ქსელში ჩართვის შეტყობინებას.
უახლესი