საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „აჭარა ჯგუფთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.
GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა - საცნობარო (კვების) მენიუში შეიტანოს ცვლილება და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის საბოლოო ფასის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება დამატებული ღირებულების გადასახადი და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი, მათ შორის მომსახურების გადასახადი.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 2 თვის ვადა - სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
უახლესი
1 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს2 საათის წინ
Cavea ახალ კინოთეატრს ხსნის