დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრეს“-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრეს“-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა

13-01-2025 17:42:00

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრეს“-ს (ს/კ: 404434028)  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.
 

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
 

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.


იურიდიული პირების შემთხვევაში:

  1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
  2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

 

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, შემდეგ მისამართზე:  ქ. თბილისი, აკაკი გახოკიძის ქ. N6 (ლიკვიდატორი: როინ ცაციაშვილი, ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები