მალე, საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში მოეწყობა. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში საუბრისას საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადა, უკვე გაწერილია პროგრამა და შედგენილია შესაბამისი ივენთ კალენდარი.
„ქუთაისისთვის ეს ბუნებრივი და განუყოფელი ნაწილია. ქუთაისი არ არის ქალაქი, რომელსაც სჭირდება ხელოვნური სტატუსების მინიჭება. ქუთაისი არის ქალაქი, რომელსაც აქვს თავისი ბუნებრივი, წარსულიდან გამომდინარე აქვს თავისი სტატუსი და ის არს ინტელექტუალური შემოქმედების ცენტრი. და მას ბუნებრივად აქვს ეს სტატუსი. ამიტომ პრემიერის გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის ყოფილ შენობაში მათ შორის ტექნოლოგების და ინოვაციების ცენტრთან ერთად განთავსდეს ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრი, არის ლოგიკური და შინაარსიანი გადაწყვეტილება. ჩვენ გვაქვს მოქმედი პროექტები, თბილისში ფუნქციონირებს ჩვენი სასწავლო ცენტრი თუმცა უკვე მომავალში ეს იქნება ქუთაისში ტექნოლოგიურ ჰაბთან ერთად. უკვე დაგეგმილია ის ღონისძიებები და აქტივობები, რომელსაც ჩვენ ქუთაისში განვახორციელებთ. და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საერთაშორისო მიზიდულობის ცენტრი“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ.
უახლესი
7 საათის წინ
ლარის კურსი ევროსთან და დოლართან ისევ გამყარდა