ხელნაკეთი არტ შოკოლადის ბუტიკი „შოკოტელა“ ასორტიმენტს აფართოებს. წლევანდელ სეზონზე კომპანია მომხმარებელს ვეგანური თხილის ნაყინის ბონ ბონებს სთავაზობს, რაც ქართული ბაზრისთვის სიახლეა.
როგორც Business Insider Georgia-ს „შოკოტელას“ მფლობელმა მარიამ კაპანაძემ განუცხადა, ყოველ სეზონზე ცდილობს, რომ მომხმარებელი ახალ-ახალი შეთავაზებებით გაანებივროს. მისი თქმით, ვეგანური ნაყინი გაყიდვაში ახლახან ჩაეშვა, ამიტომ ქართველი მომხმარებელი ამ პროდუქტს ჯერ კიდევ კარგად არ იცნობს.
„ნაყინის მიმართულება ახლახან დავიწყეთ. აქტიური რეალიზაციისთვის საჭიროა, რომ კარგად გაგვიცნოს მომხმარებელმა, ამ ეტაპს ახლა გავდივართ. ვინც ჩვენი პროდუქტი ერთხელ უკვე დააგემოვნა, ძალიან კმაყოფილია და კარგად მიიღო სიახლე, რაც გვაიმედებს, რომ მოთხოვნა სეზონის განმავლობაში გააქტიურდება. ახალი გემოებია, რითაც ყველა მომხმარებელი კმაყოფილი და აღფრთოვანებულია. ნაყინის გემო ზუსტად არის ჩვენი ბონ ბონების ანალოგი, ზაფხულისთვის შევეცადეთ გრილი გემოების დამატება, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა", - ამბობს მარიამ კაპანაძე.
რაც შეეხება ფასს, 5,30 ლარი ღირს, თუმცა ფასის კლება ბოქსებში ხდება ნაყინის რაოდენობიდან გამომდინარე. ქართულ ბაზარზე „შოკოტელა“ 2021 წელს გამოჩნდა. კომპანიაში ამ დროისათვის 9 ადამიანია დასაქმებული. „შოკოტელას“ პროდუქციის გამოძახება შესაძლებელია ვოლტის, ბოლტის და გლოვოს აპლიკაციებით.
უახლესი
40 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა