დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შეკელი აშშ დოლართან 2015 წლის მინიმუმამდე დაეცა

შეკელი აშშ დოლართან 2015 წლის მინიმუმამდე დაეცა

17-10-2023 16:34:57

გეოპოლიტიკური რისკების ფონზე დოლარი-შეკელის გაცვლითი კურსი დღეს 4 შეკელს აღემატება, რაც სავაჭრო მონაცემების თანახმად, ეს 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ღირებულებაა. 

დღეს დოლართან მიმართებითშეკელის გაცვლითი კურსი 0,24%-ით შემცირდა და ერთ აშშდოლარზე  4,0102 შეკელი შეადგინა. კურსი 2015 წლის აპრილის შემდეგ პირველად გაიზარდა და 4 შეკელს გადაცდა. ერთი დღით ადრე მაქსიმალური დონე 4,0266 შეკელი იყო.

ოქტომბრის დასაწყისიდან შეკელი დოლართან მიმართებით 5%-ზე მეტით გაძვირდა, წინა დღით - 1%-ით, ვალუტის შესუსტება გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონს მოჰყვება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები