საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 22.3%-ით გაიზარდა და 5.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 3.0%-ით შემცირდა (-163.6 მლნ აშშ დოლარი).
„ამასთან, სექტემბერში სებ-მა 3 სავალუტო აუქციონი ჩაატარა, სადაც 64.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. რეზერვების სხვა ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 ოქტომბერს)“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 6 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 44.9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა ბაზრისთვის შეთავაზებული 50 მლნ აშშ დოლარიდან.
Galt & Taggart-ის შეფასებით, წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-ი 1.24 მლრდ აშშ დოლარის წმინდა მყიდველია.
უახლესი
2 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს3 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო4 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა5 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა