დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საცურაო აუზის ფასები თბილისში

საცურაო აუზის ფასები თბილისში

17-06-2023 23:13:31

 

თუ ზაფხულში დედაქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებთ, მაგრამ ბუნებრივი რუჯი გჭირდებათ, აუზები ამისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა. ირკვევა, რომ თბილისში აუზზე ერთჯერადი ვიზიტის ტარიფები 20 ლარიდან იწყება. გთავაზობთ, თბილისში მდებარე რამდენიმე აუზის მომსახურების ტარიფებს: 

არენა • Arena Sports Complex

სპორტკომპლექს არენაზე აუზზე ერთჯერადი ვიზიტის ღირებულება 22 ლარია. 1-თვიანი აბონიმენტის ღირებულება კი 222 ლარი. 1-თვიანი აბონიმენტის ღირებულება მხოლოდ შაბათ-კვირას -111 ლარია. ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით კი 171 ლარი. რაც შეხება 3-თვიან აბონიმენტს, მისი ღირებულება 555 ლარია, 6-თვიანის 999 ლარი, ხოლო 1-წლიანის 1777 ლარი.

კრწანისის რეზიდენციის კომპლექსი/krtsanisi Residence Complex

აუზზე 1-დღიანი აბონიმენტის ფასი სამუშაო დღეებში 70 ლარია, ხოლო შაბათ-კვირას 90 ლარი. 1 თვიანი აბონიმენტის ღირებულება 750 ლარს შეადგენს.

ოლიმპიური აუზი • Olympic pool

ოლიმპიური აუზი მომხმარებლებს საკმაოდ მრავალფეროვან აბონიმენტებს სთავაზობს. აუზზე 8 ვიზიტი (07:00 - 23:00 საათები) ნებისმიერ დღეს 245 ლარი ღირს, ორშაბათი-პარასკევის პერიოდში კი 230 ლარი. 16 ვიზიტი (07:00 - 23:00 საათები) ნებისმიერ დღეს 310 ლარია, ხოლო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით კი 275 ლარი. 20 ვიზიტის (07:00 - 23:00 საათები) ფასი კვირის ნებისმიერ დღეს 315 ლარია, ხოლო სამუშაო დღეები კი 285 ლარი. 

1-თვიანი ულიმიტო აბონიმენტის ფასი 330 ლარია, 2 თვიანის 590 ლარი, 3 თვიანის 830 ლარი, ხოლო 4 თვიანის 1020 ლარი.

Auzi Iveria აუზი ივერია

აუზი ივერია თემქაზე მდებარეობს, თბილისის ზღვის მარცხენა სანაპიროზე. ორშაბათი-პარასკევის ჩავლით აუზზე ერთჯერადად შესვლა 20 ლარი ღირს, ხოლო შაბათ-კვირას 25 ლარი. 

თვიური აბონიმენტები ივერიას არ აქვს. 

Neptune - Sport Complex

ჭავჭავაძეზე მდებარე სპორტ-კომპლექს ნეპტუნში ერთჯერადი ვიზიტი 70 ლარი ღირს ორშაბათიდან კვირის ჩათვლით. ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტის ფასია 420 ლარი. აუზზე თვეში 12 ვიზიტი 370 ლარი ღირს, ხოლო 8 ვიზიტი 320 ლარი.

Tbilisi Sea Terrace

თბილისი ტერასას აუზზე ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით ერთჯერადი ვიზიტის ფასი 30 ლარია, ხოლო შაბათ-კვირას 35 ლარი. ერთ თვიანი ულიმიტო აბონიმენტის ფასი კი 450 ლარს შეადგენს. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები