შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს შეზღუდვას, რომლის თანახმადაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.
კანონპროექტი პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით დაინიცირდა.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.
„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია კანონპროექტში.
უახლესი
14 საათის წინ
ევროზონაში უმუშევრობა 6,3%-მდე გაიზარდა16 საათის წინ
ლარი გამყარდა