სამტრედიაში, სოფელ საჯავახოში მდებარე რეზორტი ,,ფორთოხლები“ მარტიდან განახლებული სივრცით დაიწყებს ოპერირებას.
როგორც ,,ფორთოხლების" თანადამფუძნებელი და დირექტორი ლაშა ულარჯიშვილი Business Insider Georgia -თან განმარტავს „ტერასას ქვემოთ აშენდა მისაღები „lobby”, რომელიც ზამთარსა და ზაფხულშიც იმუშავებს და ასევე დაემატა 8 ახალი სასტუმროს ტიპის ნომერი.“
სასტუმროს ახალი სივრცე მარტის შუა რიცხვებისთვის სრულად დასრულდება, ხოლო ჯავშნების მიღებას თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყებს.
„ფორთოხლების“ გახსნისას სასტუმროს რეკლამა არ გაგვივრცელებია, თუმცა კოტეჯები ყოველტვიოს სავსე იყო ქართველი სტუმრებით, რაც სამომავლოდ დიდ იმედებს გვაძლევს“, - ამბობს „ფორთოხლების“ თანადამფუძნებელი.
„ფორთოხლებში“ ერთი კოტეჯის დაქირავება 120$-ი ღირს. სერვისში შედის აუზი და საუზმე.
პროექტისკონცეფცია არის ეკომეგობრული სოფელი, რაცგამოიხატება იმაში, რომ პროექტის განხორციელებისას, მაქსიმალურად მოხდება შენობებისა დაინფრასტრუქტურის ადაპტაცია ბუნებრივ გარემოსა დალანდშაფტთან, ,,ფორთოხლები“ არ იყენებს ბუნებრივაირს და მოიხმარს მხოლოდ ელექტროენერგიას, რომლის უმეტესი ნაწილიც არის განახლებადი.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო კომპლექსი ,,ფორთოხლები“ 2023 წლის 11 აგვისტოს გაიხსნა და ბაზარზე დიდი ინტერესი გამოიწვია.
პროექტი შპს ,,ფორთოხლის ბაღების" ინვესტიციითა დასახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსებით განხორციელდა.
უახლესი