საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის გავლით.
აღნიშნულ მონაკვეთზე, დღეს დილას, უხვი ნალექის გამო, ადიდდა მდ. წყალწითელა და დროებით შეზღუდა საავტომობილო გზაზე მოძრაობა.
უახლესი
18 საათის წინ
ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა19 საათის წინ
Arte გაფართოებას გეგმავს