დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზარზე საუკეთესო ფასი და ფართო ქსელი ქვეყნის მასშტაბით - როგორია „ქონექთის“ განვითარების გეგმები

ბაზარზე საუკეთესო ფასი და ფართო ქსელი ქვეყნის მასშტაბით - როგორია „ქონექთის“ განვითარების გეგმები

13-03-2025 17:00:00

ქონექთი • Connect ბოლო წლებში საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება და შეჩერებას სამომავლოდაც არ აპირებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ნავთობკომპანია „ქონექთის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა თამარ მესარკიშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, დღეისათვის „ქონექთი“ ქვეყნის მასშტაბით 125 ობიექტს აერთიანებს. 

„კომპანია „ქონექთი“ ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ავტო გასამართი სადგურების ქსელს. აქ მომხმარებლებს შეუძლია შეიძინონ მაღალი ხარისხის საწვავი, საუკეთესო ფასად. „ქონექთის“ ყველა პროდუქტი სრულად შეესაბამება EURO 5 სტანდარტს და ჩვენს ქსელში მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ: სუპერი, პრემიუმი, რეგულარი, ევრო დიზელი და დიზელის ტიპის საწვავი.

გეტყვით, რომ „ქონექთი“ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება და შეჩერებას არ აპირებს. დღეს კომპანია საქართველოს მასშტაბით ფლობს 125 სადგურს. ეს რიცხვი მუდმივად მზარდია. თბილისში გვაქვს 14 სადგური, ხოლო დანარჩენი კი რეგიონებში“, - აცხადებს თამარ მესარკიშვილი.

კომპანია „ქონექთის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ „ქონექთის“ ყველა პროდუქტი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტს, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქონექთის“ საწვავი განკუთვნილია თანამედროვე ავტომობილის ძრავებისთვის, აუმჯობესებს მის მუშაობს, უზრუნველყოფს საწვავის დაბალ მოხმარებას და გამონაბოლქვის შემცირებას

„ხარისხთან ერთად, გადაწყვეტილების მიღების დროს, მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია ფასი და ლოკაცია. „ქონექთში“ თქვენ დაგხვდებათ ბაზარზე საუკეთესო ფასი და ფართო ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - აცხადებს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

 თამარ მესარკიშვილის თქმით, კომპანია მუდმივად ვითარდება არა მხოლოდ ქსელის გაფართოების კუთხით, არამედ ერთდროულად მრავალ პროექტზე მიდის მუშაობა.

„მათ შორის, ძალიან მალე დაგვემატება სიახლეები, რომლებსაც ეტაპობრივად შევთავაზებთ მომხმარებლებს. ამ ცვლილებებს ისინი მალე დაინახავენ“, - ამბობს  თამარ მესარკიშვილი. 

ამ ეტაპზე „ქონექთი“ ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს სთავაზობს კორპორატიულ ბარათს, რომლის მეშვეობითაც მათ კიდევ უფრო განსაკუთრებულ ფასად შეუძლიათ „ქონექთის“ საწვავის შეძენა.

„ფიზიკური პირების მიმართულებით ლოიალურობის პროგრამაზე მუშაობა დაწყებულია და ძალიან მალე ამ და სხვა სიახლეებით გავახარებთ ჩვენს მომხმარებლებს“, - ამბობს „ქონექთის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი. 

ქართული ბრენდი „ქონექთი“ადგილობრივ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. „ქონექთის“ ქსელში საწვავის ხარისხი სრულად შეესაბამება ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებს.

კომპანია საწვავის იმპორტს ახორციელებს ევროპის ნავთობმწარმოებელი ქვეყნებიდან.


 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები