დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამთხო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე და გომარდულში ახალი საბაგიროები და სასრიალო ტრასები მოეწყობა

სამთხო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე და გომარდულში ახალი საბაგიროები და სასრიალო ტრასები მოეწყობა

14-12-2023 12:23:41

სამთხო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე და გომარდულში ახალი საბაგიროები და სასრიალო ტრასები მოეწყობა. 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია "გეოგრაფიკი" პროექტირების სამუშაოებს უკვე ახორციელებს. პროექტის მიმდინარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ექსპერტთა ჯგუფმა ორივე კურორტზე ახალი საბაგიროების და სასრიალო ტრასების პროექტირების დეტალების პრეზენტაცია წარადგინა.
პროექტი სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის და გომარდულის, როგორც ოთხი სეზონის ლოკაციის განვითარებას ითვალისწინებს.

კურორტზე ვიზიტორებისთვის სრულიად ახალი სასრიალო არეალი შეიქმნება.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დიასამიძე, სივრცითი მოწყობის და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ ძნელაძე და განყოფილების უფროსი სულხან მამუჭაძე, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების მერები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები