საერთაშორისო რესტორნების ცნობილი ქსელის, Ginza Project-ის პროექტი ,,ხედი" მომხმარებელს იმდენად იზიდავ, რომ აქ ყოველ ვიზიტს აუცილებლად მოჰყვება შემდეგი, რისთვისაც საბაბი ყოველთვის აქვთ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის სონია ნიკოლაძის შეფასებით, პირველ რიგში, ეს არის უმაღლესი სტანდარტი, მთელ თბილისში გამორჩეული სამზარეულო და საოცარი ხედები, საიდანაც დედაქალაქი ხელისგულზეა გადაშლილი.
ამ უნიკალური შესაძლებლობის მქონე სასტუმრო და რესტორანი ყველა ვიზიტორს თანაბრად იზიდავს - უცხოელ ტურისტს და ადგილობრივ მკვიდრს.
საერთაშორისო სტანდარტების რესტორანი „ხედი“ სტუმრებს ქართულ ფიუჟენ სამზარეულოს სთავაზობს.
სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებული რესტორანი სტუმრებს სთავაზობს პანორამულ ხედებს ძველ თბილისზე, მთაწმინდასა და ნარიყალაზე. რესტორანს დიდი მენიუ აქვს, სპეციალურად მომხმარებელზე მორგებული. ყველაფერი განსაკუთრებული და გამორჩეულია.
„მრავალი მიზეზია, რის გამოც ჩვენთან სტუმრობა ყოველთვის ღირს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებით ავსებს მომხმარებელს. ყველაზე მთავარი, სამი ფაქტორი რომ გამოვყოთ, ეს არის უმაღლესი ხარისხის მომსახურება, უგემრიელესი კერძები და საოცარი ინტერიერი. არსად ასეთი სამზარეულო არ აქვთ და არც გარემოა მსგავსი, ამიტომ იტაცებს ,,ხედი" ნებისმიერი გემოვნების ადამიანს, ვისაც კომფორტი უყვარს. ძალიან ბევრი თბილისელი გვსტუმრობს, ასევე რეგიონებიდანაც - რუსთავიდან, გორიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან ვმასპინძლობთ მომხმარებლებს. ცხადია, ბევრიც უცხოელი ვიზიტორია. ვამაყობთ, რომ ყველასთვის თანაბრად მიმზიდველი გარემო შევქმენით, რაც ჩვენთან სტუმრობას დაუვიწყარს ხდის", - აცხადებს სონია ნიკოლაძე Business Insider Georgia- თან.
ცნობისთვის, ,,ხედი" საერთაშორისო რესტორნების ცნობილი ქსელის, Ginza Project-ის პირველი პროექტია, რომელიც ავლაბარში, ქეთევან წამებულის გამზირზე, 24 ნომერში მდებარეობს.
ეს არის მისამართი, სადაც თუ ერთხელ მოხვდით, აუცილებლად ხშირად დაბრუნდებით.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
25 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა