დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საკონკურსო კომისიამ საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლის ანგარიშგების გარე აუდიტორი შეარჩია

საკონკურსო კომისიამ საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლის ანგარიშგების გარე აუდიტორი შეარჩია

19-09-2023 16:40:14

საკონკურსო კომისიამ საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლის ანგარიშგების გარე აუდიტორი შეარჩია.     

კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე  ხელმძღვანელობს, კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები გახსნა და არჩევანი საუკეთესო პირობების გამო, აღნიშნულ კომპანიაზე  შეაჩერა.

კონკურსში მონაწილეობას დიდი ოთხეულიდან სამი აუდიტორული კომპანია იღებდა: Deloitte and Touche LLC;   EY Georgia  და  Kpmg Georgia.  კომისია აუდიტორულ კომპანიას  ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.

როგორც ცნობილია „საპენსიო სააგენტოს" 2021-2022 წლების გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა "ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველომ" (PwC საქართველო)განახორციელა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები