ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წელს, პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ ჯამში 279 518 776 ლარის მობილიზება მოახდინა. საანგარიშგებო პერიოდში, ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში გადარიცხული თანხა შემდეგნაირად განაწილდა:
აღსანიშნავია, რომ მეოთხე კვარტალში, ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხის მოცულობამ 98 295 953 ლარიშეადგინა, რაც მეოთხე კვარტლის პრივატიზების გეგმის 126,02%-შეადგენს.
საანგარიშგებო პერიოდში სააგენტომ 2 925 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. პრივატიზებული სახელმწიფო აქტივებიდან მოსალოდნელი ინვესტიციის ჯამური ოდენობა 100 000 000 ლარს შეაადგენს.
სააგენტო მომავალ წელსაც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად შეთავაზებს.
მოგახსენებთ, რომ პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.
უახლესი
1 საათის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“