სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენაში - MRO Middle East 2023, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ დუბაიში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს დელეგაციამ, დირექტორის მიხეილ ხიდურელის ხელმძღვანელობით შეხვედრები გამართა გლობალურ MRO კომპანიებთან და საქართველოს თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის პროექტის განვითარების პერსპექტივები განიხილა.
წამყვანი საკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს აქვს პოტენციალი თვითმფრინავების მომსახურების რეგიონალური ჰაბი გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ კვლევა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და USAID/საქართველოს მხარდაჭერით მომზადდა.
უახლესი
14 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა14 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა14 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"