დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში საშუალო ხელფასი 2 004.9 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

საქართველოში საშუალო ხელფასი 2 004.9 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

16-09-2024 11:30:00

2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1 პროცენტით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 963.0 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.3 პროცენტით); • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 642.3 ლარი (გაიზარდა 14.5 პროცენტით); • მშენებლობა - 2 946.1 ლარი (გაიზარდა 13.7 პროცენტით); • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 872.8 ლარი (გაიზარდა 13.8 პროცენტით).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები