დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ნესვის იმპორტი 146%-ითაა გაზრდილი

საქართველოში ნესვის იმპორტი 146%-ითაა გაზრდილი

18-05-2023 11:30:07

საქართველოში ნესვის იმპორტი 146%-ითაა გაზრდილი.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 7.81 ათასი დოლარის ღირებულების 7.17 ტონა ნესვის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2022 წლის იანვარ-მარტის სტატისტიკით 3.04 ათასი დოლარის 2.91 ტონა ნესვის იმპორტი ფიქსირდება.

პირველი კვარტლის მაჩვენებლებით, საქართველოსთვის ნესვის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, საიდანაც ქვეყანამ მთიანად იმპორტირებული ნესვის 56%-ი შემოიტანა, ხოლო დარჩენილი 44%-ი კი ქვეყანამ ნიდერლანდებიდან იყიდა. იანვარ-მარტში თურქეთიდან 4.01 ტონა ნესვი, ხოლო ნიდერლანდებიდან 3.16 ტონა ნესვი შემოვიდა.

საქართველოსთვის ნესვის იმპორტის კუთხით რეკორდული 2014 წელი იყო, რა დროსაც ქვეყანამ 1,014.01 ტონა ნესვი იყიდა.

რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, ნესვის იმპორტი 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 19%-ით გაიზარდა. 2022 წელს ქვეყანამ 804.48 ტონა ნესვი იყიდა, რომლის იმპორტიც 6 ქვეყნიდან მოახდინა, თუმცა ლიდერი ისევ თურქეთია, საიდანაც საქართველომ 622.91 ტონა ნესვი შემოიტანა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები