დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ქალების ხელფასი, მამაკაცთა საშუალო თვიური ანაზღაურების ორ მესამედზე ნაკლებია - კვლევა

საქართველოში ქალების ხელფასი, მამაკაცთა საშუალო თვიური ანაზღაურების ორ მესამედზე ნაკლებია - კვლევა

12-11-2023 17:00:24

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სტატისტიკური პუბლიკაცია – „ქალი და კაცი საქართველოში 2022“ მოამზადა.

პუბლიკაციაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ასახავს ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის 2022 წლის ძირითად ტენდენციებს.

პუბლიკაციის მიხედვით, ხელფასებში განსხვავება გენდერული მიმართულებით კვლავაც მნიშვნელოვანი რჩება, რადგან ქალები იღებენ მამაკაცთა საშუალო თვიური ხელფასის ორ მესამედზე ნაკლებს.

2022 წელს ქალების ხელფასის თანაფარდობა მამაკაცების ხელფასთან 68.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით დაბალია 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით, 2022 წელი:

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - ქალი - ₾854.5, კაც0 - ₾1 149.1;

სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - ქალი - ₾1 596.9, კაცი - ₾2 175.4;

დამამუშავებელი მრეწველობა - ქალი - ₾1 078.6, კაცი - ₾1 728.2;

ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - ქალი -₾1 918.2  კაცი - ₾1 787.0

წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - ქალი - ₾ 922.9 , კაცი - ₾1 047.8;

მშენებლობა - ქალი -₾ 1 579.8, კაცი - ₾2 104.4;

საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - ქალი - ₾1 050.8 , კაცი - ₾1 674.9;

ტრანსპორტირება და დასაწყობება - ქალი -₾1 423.5, კაცი -₾ 1 754.2;

განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - ქალი - ₾1 026.0, კაცი -₾ 1 351.2;

ინფორმაცია და კომუნიკაცია - ქალი - ₾2 510.5, კაცი- ₾ 3 500.5;

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - ქალი - ₾2 107.4, კაცი -₾ 3 746.4;

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - ქალი -₾1 375.0, კაცი -₾1 546.4;

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - ქალი -₾1 855.9, კაცი - ₾ 2 759.4;

ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - ქალი - ₾1 033.9, კაცი -₾ 1 141.2;

სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - ქალი -₾1 767.6, კაცი - ₾ 1 848.2;

განათლება - ქალი - ₾936.4, კაცი -₾ 960.2;

ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - ქალი -₾1 257.5, კაცი -₾ 1 776.2;

ხელოვნება, გართობა და დასვენება - ქალი - ₾1 169.8, კაცი - ₾ 1 777.8;

სხვა სახის მომსახურება - ქალი - ₾911.6, კაცი -₾1 413.5;

სულ - ქალი -₾1 247.7  კაცი - ₾1 827.0. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები