დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში 39 ელევატორი ფუნქციონირებს - საქსტატი

საქართველოში 39 ელევატორი ფუნქციონირებს - საქსტატი

16-08-2023 15:38:58

საქსტატის ცნობით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში 39 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთის (25.6 პროცენტი) და ქვემო ქართლის (25.6 პროცენტი) რეგიონებში იყო განთავსებული.

ელევატორების 12.8 პროცენტი ფუნქციონირებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 12.8 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 7.7 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 7.7 პროცენტი ქ. თბილისში, 5.1 პროცენტი - გურიის რეგიონში და 2.6 პროცენტი - აჭარის ა.რ.-ში:

2023 წლის II კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 28 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 91 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 486 კაცით განისაზღვრა. 2023 წლის II კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 85.4 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 59.2 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი.

საანგარიშო პერიოდში,ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 66.0 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა. 2023 წლის II კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 54.4 მლნ. ლარის ღირებულების 47.5 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 53.5 პროცენტი იყო საკუთარი წარმოების.

ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 85.1 პროცენტი. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 49.2 პროცენტს, მაისში - 47.8 პროცენტს, ხოლო ივნისში - 43.6 პროცენტს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები