როუმინგული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს, სულ 28 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 7 მილიონი გასული როუმერებიდან მიღებული საცალო შემოსავალი, ხოლო 21 მილიონი - შემოსული როუმერების მომსახურებისთვის მიღებული შემოსავალია. 2022 წლის შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 47%-ით არის გაზრდილი.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2022 წელს ყველაზე მეტი თანხა - 1.77 მლნ ლარი, როუმინგულ მომსახურებაზე საქართველოდან გასულმა როუმერებმა თურქეთში დახარჯეს, რასაც ძირითადად, იწვევს თურქეთის სატრანზიტო ქვეყნად გამოყენება სხვა ქვეყნებში გამგზავრებისას.
თურქეთის შემდეგ პირველ სამეულში გერმანია, იტალია და არაბეთის გაერთიანებული საემიროებია.
საქართველოში ყოფნის დროს, მობილურ მომსახურებაზე ყველაზე დიდი თანხა დახარჯეს რუსეთის ფედერაციიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ჩამოსულმა როუმერებმა.
ბოლო წლებში როუმინგი უფრო ხელმისაწვდომი გახდა შემცირებული ტარიფების გამო.
2020 წელს კოვიდ პანდემიამ შეამცირა როუმინგით სარგებლობის შემთხვევები, თუმცა 2021 და 2022 წლებში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.
უახლესი