საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე გამოშვებული ბარათების რაოდენობამ 2 ბარათი შეადგინა. სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულმა საგადახდო ბარათების რაოდენობამ შეადგინა 9 მილიონი.
2024 წლის II კვარტალში I კვარტალთან შედარებით, გამოშვებული ბარათების რაოდენობა გაიზარდა 166 ათასით (2%-ით).
2024 წლის მეორე კვარტალში, ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 269 მლნ ოპერაცია, თანხობრივად 20.6 მილიარდი ლარი. აქედან ოპერაციების 94% რაოდენობრივად და 90% თანხობრივად შესრულდა ქვეყნის შიგნით, ხოლო შესაბამისად 6% და 10% - ქვეყნის გარეთ.
სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციების რაოდენობის წილმა სულ შესრულებულ ოპერაციებში შეადგინა 90%, ხოლო თანხის წილმა 44%.
2024 წლის მეორე კვარტალში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით ქვეყნის შიგნით სავაჭრო მომსახურების ობიექტებში სულ განხორციელდა 226 მილიონი ოპერაცია 7.2 მილიარდი ლარის ოდენობით. გადახდის ოპერაციების რაოდენობის 80% და თანხის 60% შესრულდა გადახდის პოსტერმინალებით, რაოდენობის 19% და თანხის 40% შესრულდა ვირტუალური ტერმინალებით. წინა (2024 წლის პირველ) კვარტალთან შედარებით გადახდის ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა 15%-ით, ხოლო თანხა 12%-ით.
2024 წლის მეორე კვარტალში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით, სულ განხორციელდა 52.9 მილიონი ელექტრონული კომერციის ოპერაცია თანხობრივად 4.1 მილიარდი ლარი. წინა (2024 წლის პირველ) კვარტალთან შედარებით ოპერაციების რაოდენობა შემცირდა 5%-ით, ხოლო თანხა გაიზარდა 11%-ით
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით ქვეყნის შიგნით ბანკომატებში და ბანკის სერვისცენტრებში განთავსებულ პოსტერმინალებში სულ განხორციელდა 27 მილიონი ოპერაცია თანხობრივად 11.2 მილიარდი ლარი. წინა (2024 წლის პირველ) კვარტალთან შედარებით ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა 12%-ით, ხოლო თანხა 15%-ით.
უახლესი
15 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება16 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით