დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა გაიზარდა

საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა გაიზარდა

28-04-2023 10:41:05

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, 2023  წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად 147,973 TEU, (კონტეინერი) გადამუშავდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით  46%-იან მატებას აჩვენებს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ფოთის ნავსადგურში, მარტის თვეში დაფიქსირებული მაჩვენებელი - 52,475 TEU აჭარბებს, რაც 2019 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელზე (51,272 TEU) მეტია.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-იან ზრდა ფიქსირდება გენერალური ტვირთების მიმართულებითაც. 

2023 წლის პირველ სამ თვეში ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში გენერალურმა ტვირთმა 1,229,548 ტონა შეადგინა. აქედან ბათუმში, 107,176  ტონა, ფოთში -  115,589 ტონა გადამუშავდა.

ამასთან, საქართველოს ნავსადგურებში 39%-ით შემცირებულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა   1,190,301 ტონა, რაც განპირობებულია ბაქო-სუფსის მილსადენის ფაქტორით, შესაბამისად სუფსის ნავთობტერმინალს 2022 წლის აპრილიდან აღარ მიიუღია გემები (ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 2 გემი დამუშავდა 2023 წლის თებერვალში).

წინა წელთან შედარებით 23%-იანი კლება ფიქსირდება ასევე ნაყარი ტვირთების კუთხითაც, რომლის რაოდენობამ ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში 917,706 ტონა შეადგინა.

თუმცა  ზოგადი კლების მიუხედავად, ბათუმში ნაყარი ტვირთის მოცულობა შენარჩუნდა (ბათუმი - 325,368 ტონა) და შარშანდელთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა.

საგულისხმოა, რომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით ნაყარი ტვირთების 112%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები