დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს მელიორაციის დირექტორი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს

საქართველოს მელიორაციის დირექტორი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს

27-04-2023 11:41:23

საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს ამის შესახებ ინფორმაცია Business Insider Georgia-ს სამინისტროში დაუდასტურეს. 

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა თანამდებობა  რამდენიმე დღის წინ დატოვა.

Business Insider Georgia-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, რომ პირველ მოადგილედ გადადის ნინო თანდილაშვილი, რომელიც ამ დრომდე მოადგილის პოზიციას იკავებდა, ხოლო თენგიზ ნასარიძე მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. 

თენგიზ ნასარიძე „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას 2022 წლის 4 მარტიდან იკავებდა.

მანამდე 2018-2022 წლებში ის საქართველოს მელიორაციის შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო, 2018 წელს შპს „ელიტა ბურჯის“ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, 2013 - 2017 წლებში კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. უფრო ადრე კი სურსათის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები