სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, 45.1%-ს უტოლდება და 109.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
კვლავ მაღალი ტემპით იზრდება აშშ-დან ფულადი გზავნილების მოცულობა და მნიშნელოვანი წვლილი აქვს ჯამურ მოცულობაში. იანვრის მონაცემებით, აშშ-დან ქვეყანაში შემოსულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ 47.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.2%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ამასთან, 2025 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა ჯამურად 8.5%-ით შემცირდა და 242.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილების ნაკადის შემცირებას მეტწილად რუსეთიდან გზავნილების კლება განაპირობებს. ამასთან, გრძელდება ყაზახეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება.
ცნობისთვის, 2025 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,2 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 8.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
უახლესი
15 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა15 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა15 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"