დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„საქართველოს ავიახაზებმა“ და ევროპულმა ავიაკომპანიებმა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს

„საქართველოს ავიახაზებმა“ და ევროპულმა ავიაკომპანიებმა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს

08-10-2023 00:16:22

ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის ტერორისტების მიერ განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმის გამო, რიგმა ავიაკომპანიებმა შაბათს თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს.

როგორც Georgian Business Insder -ს საქართველოს აეროპორტში განუცხადეს, „საქართველოს ავიახაზებმა“ დღეს ისრაელის მიმართულებით თელ-ავივში დაგეგმილი ფრენა გადადო, რომელიც სავარაუდოდ 8 ოქტომბერს 19:30 საათზე შესრულდება. 

ამასთან, გამოცემა Spiegel წერს, რომ ისრაელის მიმართულებით ფრენები ევროპულმა ავიაკომპანიებმაც გადადეს. 

„თელ-ავივში არსებული უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე, ამ შაბათს Lufthansa Group-ი ამცირებს ფრენების პროგრამას თელ-ავივის მიმართულებით  ოპერატიული მიზეზების გამო“, - აცხადებენ კომპანიაში.

შაბათს დაგეგმილი Lufthansa-ს ორი ფრენა თელ-ავივის მიმართულებით გაუქმდა. 

შვეიცარიულმა ავიაკომპანია Swiss-მა, (Lufthansa-ს შვილობილი კომპანია), ისრაელის მიმართულებით ფრენები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. 

რამდენიმე თვითმფრინავმა შეცვალა კურსი, -  იტყობინება ინდუსტრიული გამოცემა AeroTelegraph.

კერძოდ, Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც რომიდან მიფრინავდა, თელავივის ნაცვლად იტალიის დედაქალაქში დაბრუნდა. თელ-ავივის ნაცვლად ლარნაკაში კიდევ ერთი ავიაკომპანიის თვითმფრინავი დაეშვა.

გამოცემის ცნობით, „თურქეთის ავიახაზების“ თვითმფრინავიც კვიპროსის მახლობლად შემობრუნდა.

გარდა ამისა, პოლონურმა გადამზიდავმა LOT-მა ასევე გააუქმა შაბათის ფრენები თელ-ავივის მიმართულებით. კომპანია სიტუაციის მონიტორინგს და ფრენების ბედის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები