დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს აეროპორტების მგზავრნაკადი 30%-იან ზრდას აჩვენებს 

საქართველოს აეროპორტების მგზავრნაკადი 30%-იან ზრდას აჩვენებს 

16-07-2024 10:00:00

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 3 220 599 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას და 29%-ით მეტია 2019 წლის იანვარ-ივნისში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე.

გასული ერთი თვის (ივნისის) მდგომარეობით საქართველოს აეროპორტებში გადაყვანილ იქნა 702770 მგზავრი, რაც 26%-ით აღემატება გასული წლის ივნისში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას და 22%-ით მეტია 2019 წლის ივნისში აეროპორტების მიერ მომსახურებული მგზავრების რაოდენობაზე.

2024 წლის პირველ 6 თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 124 599 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 14%-ს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 745 895 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით 12%-ს შეადგენს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის 104%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 334 437 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 41%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ სამ თვესთან მიმართებაში კი 35%-ი.

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 14 682 ავიარეისი შესრულდა. 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით ფრენების ზრდამ 33%-ი შეადგინა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 20%-ი.

2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 54 ავიაკომპანია 105 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.

2024 წლის იანვარ-ივნისში სულ საქართველოს აეროპორტების მიერ გატარებული მგზავრთნაკადის სტატისტიკა (რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრები)

  • 2019 წელი - 2 489 820 მგზავრი;
  • 2022 წელი - 1 716 718 მგზავრი;
  • 2023 წელი -  2 485 263 მგზავრი;
  • 2024 წელი - 3 220 599 მგზავრი.

2024 წელს, ზრდა 2019 წელთან მიმართებაში - 29%; ზრდა 2023 წელთან მიმართებაში - 30%

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი:

  • 2019 წელი - 1 870 079 მგზავრი;
  • 2022 წელი - 1 163 177 მგზავრი;
  • 2023 წელი -  1 566 251 მგზავრი;
  • 2024 წელი - 2 124 599 მგზავრი.

2024 წელს, ზრდა 2019 წელთან მიმართებაში -  14%; ზრდა 2023 წელთან მიმართებაში - 36%
 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი:

  • 2019 წელი - 364 834 მგზავრი;
  • 2022 წელი - 328 386 მგზავრი;
  • 2023 წელი -  667 305 მგზავრი;

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები