ისრაელში ექსპორტი 87%-ითაა გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ისრაელში 8,670.21 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4,648.33 ათასი დოლარის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ისრაელში ექსპორტირებული პროდუქციის საერთო ღირებულების 53%-ი კვების მზა პროდუქტებზე და სასმელებზე მოდის. უფრო კონკრეტულად ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ღირებულება ისრაელში ექსპორტირებული პროდუქციის 31%-ს შეადგენს.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ისრაელში ყიდის:
რაც შეეხება იმპორტს, ისრაელიდან საქართველოში შემოტანილი პროდუქციის საერთო ღირებულება 8%-ითაა შემცირებული. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ისრაელიდან 3,585.67 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3,883.52 ათასი დოლარის. საქსტატის მონაცემებით, ისრაელიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ქიმიური და ფარმაცევტული პროდუქციაა, რომელზედაც მთლიანი იმპორტის 34%-ი მოდის.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ისრაელიდან ყიდულობს:
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა