ესტონეთში ექსპორტი 62%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ესტონეთში 6,189.49 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3,818.35 ათასი დოლარის.
საგულისხმოა, რომ ესტონეთში ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზე 2018 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანამ ესტონეთში 6,596.65 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა.
რაც შეეხება მიმდინარე მაჩვენებლებს, საქართველოდან ესტონეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია ნატურალური ღვინოებია, რომელზეც ესტონეთში ექსპორტის 21%-ი მოდის.
TOP-5 პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ესტონეთის ბაზარზე შედის:
რაც შეეხება იმპორტს, 10%-იანი ზრდაა. 2023 წლის იანვარ-ოქტომვერში ესტონეთიდან საქართველოში
8,802.46 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 8,004.91 ათასი დოლარის.
ექსტონეთიდან იმპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოში ესტონეთიდან 10,970.07 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. ესტონეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია, რომლის წილიც მიმდინარე ექსპორტში 17%-ოა.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესტონეთიდან ყიდულობს:
უახლესი
1 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს2 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო3 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა4 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა