საქართველომ შვიდ თვეში 44,106.78 ტონა სიმინდი იყიდა, რისთვისაც ქვეყნიდან 15,536.92 ათასი დოლარი გავიდა.
საქსტატის მონაცემებით 2023 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანამ 44%-ით მეტი სიმინდის იმპორტი განახორციელა. 2022 წლის იანვარ-ივლისის სტატისტიკით 10,762.13 ტონა სიმინდის იმპორტი დაფიქსირდა.
საქართველოში სიმინდის იმპორტის კუთხით ნომერ პირველი ქვეყანა რუსეთია, რომელზედაც მთლიანი იმპორტის 89%-ი მოდის. 2023 წელს საქართველომ რუსეთიდან 8,938.41 ათასი დოლარის ღირებულების 39,283.23 ტონა სიმინდი იყიდა.
სად ყიდულობს საქართველო სიმინდს - ტოპ-5 ქვეყანა
საქართველოში სიმინდის იმპორტმა მაქსიმუმს 2020 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ სულ 118,956.91 ტონა სიმინდი შეიძინა.
2022 წელს კი ქვეყანამ 22,983.36 ტონა სიმინდი იყიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 9%-ით ნაკლებია.
უახლესი