2025 წლის 1 თებერვლიდან, საქართველო შეუერთდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ - საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას და გახდება ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ნაწილი. ევროკავშირის მხარდაჭერით გაწეული ორმხრივი სამუშაოებისა და ძალისხმევის შედეგად, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაცია რეალურ რეჟიმში გაცვლის ევროპის ახალ კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის - NCTS-ის მეშვეობით მონაცემებს
ეს ნაბიჯი მოჰყვა 2024 წლის 19 დეკემბერს საქართველოს მიერ წარდგენილ თანხმობას კონვენციებზე შეერთების შესახებ. აღნიშნულ კონვენციებში გაწევრიანებით, შესაძლებელი იქნება, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაში წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით განხორციელდეს ტვირთის გადაზიდვა ევროკავშირისა და საერთო სატრანზიტო კონვენციის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ისლანდია, ნორვეგია, სერბეთი, უკრაინა, შვეიცარია, ჩრდილოეთ მაკედონია, საერთო ჯამში 36 ქვეყანა), რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ტვირთის/საქონლის უსაფრთხო, შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას. ამასთან, საქართველო გახდება იმ სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს საქონლის გადაადგილებას ევროკავშირსა და სხვა მონაწილე ქვეყნებს შორის
აქვე აღვნიშნავთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სხვადასხვა დროს პროექტის პროგრესის შეფასების მიზნით, რამდენჯერმე ეწვია ევროკავშირის საგადასახადო და საბაჟო გაერთიანების დირექტორატის წარმომადგენლობითი დელეგაცია. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, უწყების პასუხისმგებელი პირები დელეგაციის წევრებს აცნობდნენ პროექტის იმპლემენტაციის მიზნით სამსახურში განხორციელებულ ღონისძიებებს და მათთვის საინტერესო კითხვებს პასუხობდნენ
აღსანიშნავია, რომ საზღვრის კვეთის გამარტივებული წესები, ისეთები როგორიცაა ურთიერთაღიარებული ფინანსური გარანტიები და კონტროლის შემცირება, საგრძნობლად შეუმცირებს დროის/ფინანსურ რესურსს ევროკავშირის, საქართველოსა და სხვა მონაწილე ქვეყნების ბიზნეს სუბიექტებს.
უახლესი
50 წუთის წინ
გორგია DolceVita-ს ექსკლუზიური იმპორტიორია2 საათის წინ
ლარი ისევ გამყარდა