დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის 32-ე კმ-ზე დროებითი ხიდის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის 32-ე კმ-ზე დროებითი ხიდის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო

12-09-2023 11:49:16

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, დროებითი ხიდის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, დროებითი ხიდის კონსტრუქციისა და სპეციალური ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, საპროექტო ჯგუფი მუშაობს დაზიანებულ მონაკვეთზე და მათი დასკვნის შემდგომ დაიწყება ხიდის აღდგენის სამუშაოები.  ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.

11 სექტემბერს, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, არსებული ხიდი და გზის სავალი ნაწილი დაზიანდა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დროებითი ხიდის მოწყობის პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ადგილობრივი გზის გამოყენებით (ბუკნარი-ნაგომარის შემოვლითი გზა), ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები