2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 564.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.4 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 835.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 4.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2 728.6 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 19.5 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-თებერვალში 1 893.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53.1 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მარტს.
უახლესი
14 წუთის წინ
ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა1 საათის წინ
Arte გაფართოებას გეგმავს2 საათის წინ
თიბისი - ლიდერი ტექ დამსაქმებელი