დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 76.6% საერთაშორისო გზავნილებზე მოდის

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 76.6% საერთაშორისო გზავნილებზე მოდის

28-10-2024 12:19:00

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 187.4 მლნ. ლარი შეადგინა. შემოსავლის უდიდეს ნაწილს საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი (71.4 პროცენტი) შეადგენს, ხოლო 28.6 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.

საქსტატის ინფორმაციით, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 73.6 პროცენტი ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 76.6 პროცენტი საერთაშორისო გზავნილებზე მოდის, 23.4 პროცენტი კი – ადგილობრივ გზავნილებზე.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 16.1 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 57.8 პროცენტი საერთაშორისო, ხოლო 42.2 პროცენტი ადგილობრივი კორესპონდენციაა.

საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2023 წლის განმავლობაში გაგზავნილია 5 677.8 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 9 471.6 ათასი ამანათი.

2023 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3.7 ათასს შეადგენდა, მათ შორის 1 272 იყო კურიერი, ფოსტალიონი ან ფელდეგერი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები