დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ აჭარის რეგიონალური საზოგადოებრივი ტრანპსორტის მოდელის შექმნაში ჩაერთვება

საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ აჭარის რეგიონალური საზოგადოებრივი ტრანპსორტის მოდელის შექმნაში ჩაერთვება

13-02-2024 12:18:00

საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ აჭარის რეგიონალური საზოგადოებრივი ტრანპსორტის მოდელის შექმნაში ჩაერთვება.

მასშტაბური პროექტის განხორციელებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ოთარ დიასამიძემ, GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სანდრა შენკემ და პროგრამის დირექტორმა იან რიკმეიერმა მოაწერეს ხელი.

CONNECT GEORGIA-ს (მდგრადი და შეკავშირებული მობილობა საქართველოში) პროექტის ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის სატრანსპორტო პოლიტიკის საერთო დოკუმენტი მომზადდება.

ეროვნულ დონეზე მიმდინარე საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის, ასევე ავტოსადგურების რეფორმის გათვალისწინებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად, აჭარის რეგიონში ფორმალიზებული რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონცეფცია შეიქმნება. 🔹პროექტის განხორციელებას რეგიონული სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს, რომელიც აჭარის მთავრობის - აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმის მერიის, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისგან და დაინტერესებული მხარეებისგან დაკომპლექტდება.

GIZ-ის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ჩართულობით შექმნილი პროექტის მუშაობაში, საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან.

გერმანელი სპეციალისტების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით მომზადებული პროექტის მიზანია აჭარაში სატრანსპორტო სისტემის განვითარება, რაც რეგიონის ეკონომიკის და ტურიზმის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

GIZ

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები