„შირაქი“ 2025 წელს საწარმოს მშენებლობასა და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს
რძის პროდუქტების მწარმოებელი ქართული ბრენდი „შირაქი“ 2025 წელს საწარმოს მშენებლობასა და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა და მფლობელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ განუცხადა, როგორც კი საწარმოს მშენებლობას დაასრულებენ, ასორტიმენტში იოგურტისა და ევროპული ყველების წარმოებას დაამატებენ.
რაც შეეხება ბაზარზე არსებულ გამოწვევას, მეწარმის შეფასებით, კვლავ პრობლემად რჩება ფალსიფიკაცია, რასც პატიოსანი მეწარმე ვერ უმკლავდება.
„ჩვენ ირანსა და ბელორუსში დამზადებულ იმპორტირებულ რძის ფხვნილს კონკურენციას ვერ გაუწევთ. ფალსიფიკაცია თუ არ აღმოიფხვრა ქვეყანაში დარგი უკან-უკან წავა და ნედლი რძის დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება. ცნობილია, რომ ნედლი რძის დეფიციტი 70% -ია“, - ამბობს ბენიაიძე.
მეწარმის ინფორმაციით, თბილისში [ფალსიფიცირებულის ჩათვლით] დღეში 20 ტონა ყველი იყიდება. „შირაქი“ 1 ტონას აწვდის თბილისს, რაც დღიური მოხმარების 3%-ია.
რაც შეეხება 2024 წლის შეფასებას, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს „შირაქი“ ადგილობრივ ბაზარზე ნიშას ინარჩუნებს და მსხვილ ქსელებში 20%-ს ფარავს.
„24 საათში 7-9 ტონა რძეს ვამუშავებთ, ყველის წარმადობა 700-800 კილოა, სულგუნთან ერთად. ასევე ვაწარმოებთ მაწონს, არაჟანს, ხაჭოს. სავაჭრო ქსელებში შეგვაქვს სულგუნი, იმერული, ქარხნული ყველი და ნადუღი. დანარჩენ პროდუქციას თბილისში საკუთარ ობიექტებში ვყიდით. თბილისი „შირაქი“ 3 ობიექტს ფლობს“, - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.
კომპანია „შირაქი“ 2012 წელს დაფუძნდა. საწარმო თბილისში მდებარეობს და 50-მდე ადამიანს ასაქმებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს - შოთა ბერეკაშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები